1. ხელშეკრულების საგანიკლუბის წევრის მიერ აბონიმენტის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ელემენტ ფიტნესი კლუბის წევრს გაუწევს სპორტულ-გამაჯანსაღებელ მომსახურებას.
2. ხელშეკრულების ერთიანობაწინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება („ხელშეკრულების პირობები“), ელემენტ ფიტნესის პლატფორმაზე განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა და, სურვილის შემთხვევაში, მარკეტინგულ შეთავაზებებზე გაცემული თანხმობა, წარმოადგენს ერთიან და განუყოფელ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მოქმედებს უვადოდ, კონკრეტული აბონიმენტის ვადის მიუხედავად.
3. ახალი აბონიმენტის შეძენაკლუბის წევრის მიერ სასურველი აბონიმენტის საფასურის ყოველი გადახდისას მხარეთა შორის შეთანხმება მიღწეულად ითვლება და დამატებითი წერილობითი დოკუმენტის გაფორმება საჭირო არ არის. შეძენილ ყველა აბონიმენტზე ვრცელდება წინამდებარე ჩარჩო ხელშეკრულების პირობები.
4. ჩარჩო ხელშეკრულებაში ცვლილებებიელემენტ ფიტნესი იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები ჩარჩო ხელშეკრულებაში. ცვლილებების შესახებ კლუბის წევრს ეცნობება არანაკლებ 10 (ათი) დღით ადრე.ცვლილებებზე უარის შემთხვევაში, კლუბის წევრი ვალდებულია აცნობოს ელემენტ ფიტნესს და მოითხოვოს მომსახურების შეწყვეტა.აბონიმენტის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ითვლება ცვლილებებზე თანხმობად.
5. დავების გადაწყვეტამხარეებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოში.
6. მოქმედი კანონმდებლობაწინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
7. ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების პირობები
• ფიზიკურად შეძენილი აბონიმენტის შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება;
• დისტანციურად შეძენილი აბონიმენტის შემთხვევაში, კლუბის წევრს უფლება აქვს ხელშეკრულებიდან გასვლაზე განაცხადი გააკეთოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში და მოითხოვოს თანხის დაბრუნება;
• თუ აბონიმენტი გამოყენებულია თუნდაც ერთხელ, თანხის დაბრუნება ხდება გამოყენებული დღეების პროპორციულად;
• თანხის დაბრუნებისთვის აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და წერილობითი განცხადების წარმოდგენა.
8. ჯანმრთელობის მდგომარეობაკლუბის წევრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ადასტურებს, რომ ფლობს ფიზიკური დატვირთვისთვის საჭირო შესაძლებლობას.
9. წესები, რეგულაციები და განრიგიკლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის შიდა წესები, რეგულაციები და განრიგი. ადმინისტრაცია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები.
10. აბონიმენტის მესამე პირზე გადაფორმებააბონიმენტის გადაფორმება ან გადაცემა მესამე პირზე დაუშვებელია.
11. კლუბში დაშვების წესები
• კლუბში შესვლისას სავალდებულოა წევრობის ბარათის/სტიკერის/სამაჯურის გამოყენება და შესვლა-გასვლის დაფიქსირება;
• წევრობის ბარათის გადაცემა აკრძალულია;
• წესის დარღვევის შემთხვევაში, კლუბს უფლება აქვს გააუქმოს აბონიმენტი.
12. კარადები
• კლუბს უფლება აქვს ღამის განმავლობაში დატოვებული ნივთები გამოიღოს კარადებიდან;
• კლუბი არ აგებს პასუხისმგებლობას ნივთების დაკარგვასა და დაზიანებაზე;
• კანონსაწინააღმდეგო ნივთების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია.
13. ძვირფასი ნივთებიკლუბი არ არის პასუხისმგებელი ძვირფასი ნივთების დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან მოპარვაზე.
14. ბავშვები და არასრულწლოვნები
• არასრულწლოვნის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;
• 16 წლამდე ასაკის პირებისთვის ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური მწვრთნელის თანხლებით.
15. ჯგუფური ვარჯიშები
• ჯგუფურ ვარჯიშებზე წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა;
• დაგვიანების შემთხვევაში დასწრება დაუშვებელია;
• მონაწილე ვალდებულია დაიცვას ჯგუფური ვარჯიშების წესები.
16. აბონიმენტის შეჩერება (პაუზა)
• 1-თვიანი აბონიმენტი – 1 შეჩერება, ჯამში 5 დღე
• 3-თვიანი აბონიმენტი – 3 შეჩერება, ჯამში 15 დღე
• 6-თვიანი აბონიმენტი – 4 შეჩერება, ჯამში 20 დღე
• 12-თვიანი აბონიმენტი – შეუზღუდავი შეჩერება, ჯამში 35 დღე
17. კლუბში ქცევის წესები
• აუცილებელია ყველა მომხმარებლის პირადი სივრცის პატივისცემა;
• აკრძალულია აგრესიული, შეურაცხმყოფელი, საფრთხის შემცველი ქცევა და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
• დარღვევის შემთხვევაში კლუბს უფლება აქვს შეწყვიტოს წევრობა ან მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
18. ჩაცმის წესები
• სავალდებულოა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოყენება;
• აკრძალულია გარე ტანსაცმლით ვარჯიში;
• მაისურის გარეშე ვარჯიში დაუშვებელია.
19. ფოტო/ვიდეო გადაღებააკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება გასახდელებსა და სხვა კერძო ზონებში.
20. კლუბში არ დასაქმებული მწვრთნელიკლუბში არ დასაქმებული მწვრთნელის მიერ ვარჯიშის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით.
21. ვიდეომეთვალყურეობაკლუბში ფუნქციონირებს უსაფრთხოების ვიდეოკამერები. ჩანაწერები ინახება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
22. აბონიმენტის გაუქმებაკლუბს უფლება აქვს შეწყვიტოს ან გააუქმოს აბონიმენტი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
23. შინაური ცხოველებიკლუბის შიდა სივრცეში შინაური ცხოველების შეყვანა აკრძალულია.
24. პასუხისმგებლობა• კლუბის წევრი პასუხისმგებელია სავარჯიშო ინვენტარის სწორად გამოყენებაზე;• ზიანის ან დავალიანების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;• კლუბი და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი წევრის დაუდევრობის შედეგად გამოწვეულ ზიანზე.