კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

  1. ჩვენ შესახებ
    შპს „ელემენტ ფიტნესი“ არის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.საიდენტიფიკაციო კოდი: 445747425მისამართი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 22
  2. რას ეხება ეს პოლიტიკა
    წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით და როგორ ვამუშავებთ მათ. ვებგვერდზე ან ფიტნეს კლუბში რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
  3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
    რეგისტრაციისა და მომსახურების მიღებისას შეიძლება დავამუშაოთ:
    • სახელი და გვარი
    • პირადი ნომერი
    • დაბადების თარიღი
    • სქესი
    • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონი)
    • ფოტო
  4. მონაცემთა გამოყენების მიზანი
    თქვენი მონაცემები გამოიყენება მომსახურების გაწევის, ხელშეკრულების შესრულების, კომუნიკაციის, ახალი შეთავაზებებისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
  5. დამუშავების საფუძველი
    მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის, ხელშეკრულების დადებისა და შესრულების ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე.
  6. მონაცემთა გაზიარება
    ვებგვერდის და პორტალის მუშაობისთვის კომპანია იყენებს პლატფორმას fertimo.com, რომელიც მოქმედებს როგორც მონაცემთა დამმუშავებელი. სხვა მესამე პირებთან მონაცემები არ ვრცელდება, გარდა კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა.
  7. მონაცემთა შენახვის ვადა
    მონაცემები ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და დამატებით 3 წელი, შემდეგ არქივირდება 6 წლით. საერთო ვადა არ აღემატება 9 წელს.
  8. თქვენი უფლებები
    თქვენ გაქვთ უფლება:
    • მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ;
    • მოითხოვოთ მონაცემთა ასლი, გასწორება ან წაშლა;
    • ისარგებლოთ მონაცემთა გადატანის უფლებით;
    • მიმართოთ შესაბამის ორგანოს ან სასამართლოს.
  9. მარკეტინგი
    თქვენი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის. თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.
  10. უსაფრთხოება
    ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად.
  11. პოლიტიკის განახლება
    პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
  12. მოქმედების ვადა
    პოლიტიკა მოქმედებს 2025 წლის 1 ნოემბრიდან უვადოდ.

შემოგვიერთდი

შეიძინე აბონემენტი, ამოირჩიე სასურველი პაკეტი და მიიღე საუკეთესო შეთავაზები ჩვენს ფიტნეს დარბაზში