- ჩვენ შესახებ
შპს „ელემენტ ფიტნესი“ არის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.საიდენტიფიკაციო კოდი: 445747425მისამართი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 22 - რას ეხება ეს პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით და როგორ ვამუშავებთ მათ. ვებგვერდზე ან ფიტნეს კლუბში რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. - რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისა და მომსახურების მიღებისას შეიძლება დავამუშაოთ:
• სახელი და გვარი
• პირადი ნომერი
• დაბადების თარიღი
• სქესი
• საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონი)
• ფოტო - მონაცემთა გამოყენების მიზანი
თქვენი მონაცემები გამოიყენება მომსახურების გაწევის, ხელშეკრულების შესრულების, კომუნიკაციის, ახალი შეთავაზებებისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. - დამუშავების საფუძველი
მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის, ხელშეკრულების დადებისა და შესრულების ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე. - მონაცემთა გაზიარება
ვებგვერდის და პორტალის მუშაობისთვის კომპანია იყენებს პლატფორმას fertimo.com, რომელიც მოქმედებს როგორც მონაცემთა დამმუშავებელი. სხვა მესამე პირებთან მონაცემები არ ვრცელდება, გარდა კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა. - მონაცემთა შენახვის ვადა
მონაცემები ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და დამატებით 3 წელი, შემდეგ არქივირდება 6 წლით. საერთო ვადა არ აღემატება 9 წელს. - თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
• მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ;
• მოითხოვოთ მონაცემთა ასლი, გასწორება ან წაშლა;
• ისარგებლოთ მონაცემთა გადატანის უფლებით;
• მიმართოთ შესაბამის ორგანოს ან სასამართლოს. - მარკეტინგი
თქვენი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის. თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. - უსაფრთხოება
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. - პოლიტიკის განახლება
პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. - მოქმედების ვადა
პოლიტიკა მოქმედებს 2025 წლის 1 ნოემბრიდან უვადოდ.